მათემატიკა
ამოცანა N1
ერთ ხეზე 40 კგ. ატამი მოკრიფეს, მეორეზე მასზე 15 კგ_იშ ნაკლები. რამდენი კგ. ატამი მოკრიფეს ორივე ხეზე ერთად? (ჩაწერე ამოცანის პირობა მოკლედ, დასვი კითხვები და ამოხსენი ამოცანა ორი კითხვით).
ამოცანა N2
თაკომ 36 პეპელა დაიჭირა, ლიკამ 5_ით მეტი მასზე, რამდენი პეპელა დაიჭირეს გოგონებმა ერთა? (ჩაწერე ამოცანის მოკლე პირობა, გაიაზრე კარგად ამოცანა და ამოხსენი ერთი კითხვით/ ერთი გამოსახულებით. გაიხსენე ფრჩხილებიანი მოქმედება და ამოცანის ამოსახსნელად გამოიყენე.)
ამოცანა N3
ბებო 78 წლისაა, ბაბუ მასზე 6 წლით უფროსია, რამდენი წლისაა ბაბუ?
N4
დახაზე 47მმ. სიგრძის მქონე მონაკვეთი, ქვემოთ კი დახაზე მსზე 8მმ-ით გრძელი სხივი.
N5
შეადარე :
10დმ ⬜ 98სმ 2 მმ
4სმ ⬜ 34მმ
70მმ ⬜8სმ
23მმ ⬜ 2 დმ
14 სმ ⬜3 დმ
76სმ ⬜76 მმ
4 სმ ⬜ 3სმ 4 მმ
6 სმ 5მმ ⬜65 მმ
30 წთ ⬜ 1 სთ
60 წთ⬜ 1 სთ
90 წთ ⬜ 1 სთ
2 სთ ⬜90 წთ
Სამუშაო რვეულში 44 და 45 გვერდები, გვ 52ზე წიგნში სიტყვები ზეპირად და წერით.გვ54 ზე დიალოგები ისევ კითხვით და ლექსი ზეპირად ვინც შეძლებს, ვინც ვერა კითხვით.
ქართული
- სახელმძღვანელოს პირველი ნაწილიდან გადაიმეორეთ პირველი თავი მთლიანად.
- წ.დ . ივარჯიშეთ მხატვრულად კითხვასა და ლამაზად წერაში.
- გადაიმეორეთ შესწავლილი გრამატიკული მასალა.
- ისწავლეთ უცხო სიტყვები, რაც ჩავიწერეთ, ასევე რაც თქვენ სახელმძღვანელოშია.
- ამოწერეთ "რწყილი და ჭიანჭველადან" 10 არებითი სახელი, 10 ზმნა, 10 ზედსართავი სახელი და გაარჩიეთ. (სრულყოფილად, როგორც კლასში ვაკეთებთ ხოლმე)
- სავარჯიშო N3
მრავალწერტილის ადგილას ჩასვით ჩამოთვლილ ზედსართავთაგან შესაფერისი და წინადადებები ისე გადაწერეთ. არსებით სახელს ერთი ხაზი გაუსვით ქვეშ, ზედსართავს -ორი.
ბადრი, შავი, მწვანე,ხავსიანი, მსუბუქი, მზიანი, ცივი.
1.ძილს მისცემია …….. მინდორი.
2. გარეთ ….. ქარი ზუზუნებდა.
3. ცა ….. ღრუბლებით დაიფარა.
4. სახლის წინ ორი ….. მანქანა იდგა.
5. ცაზე ….მთვარე ამოცურდა.
6. მინდორში……ქვები ეყარა.
7. შემოდგომია …… დღე იყო.
No comments:
Post a Comment