ბუნება
რას გვიმალავს მიწა?
მიწის ქვეშ გარდა წიაღისეულის უამრავი რამ არის დამარხული, რაც ძველი დროის ადამიანების და მათი ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს.მაგალთად: როგორ ცხოვრობდნენ ადამიანები საქართველოში საუკუნეების წინ, როგორ იშენებდნენ სახლებს,როგორ იმოსებოდნენ, რას საქმიანობდნენ.
მრავალი წლის განმავლობაში მიწამ დაფარა ძველი ნასახლარები. შემდეგ ეს მიწა მცენარეებით დაიფარა და ყველაფერი დაიმალა.
არქეოლოგები ის ადამიანები არიან, რომლებიც მიწის ქვეშ ძველ საგნებს პოულობენ.ამ ძველ ნივთებს ასუფთავებენ და ფრთხილად ინახავენ სპეციალურ შენობაში, რომელსაც მუზეუმი ჰქვია.
ზეზვა და მზია
რამდენიმე წლის წინ საქართველოში არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღნოაჩინეს უძველესი ადამიანის სხეულის ნაწილები. მეცნიერებმა ამ ნაწილებისაგან გამოსახულება აღადგინეს და მიიღეს ქალისა დამამაკაცის სურათი. მათ სახელებიც შეურჩიეს:ზეზვა და მზია.
ეს უძველესი ადამიანის სხეული ნაწილები ქალაქ დმანისში აღმოაჩინეს. მათი ნახვა შესაძლებელია დმანისის მუზეუმში.
- ქართული
- გვ: -ზე ლექსი "საქართველო" ზეპირად.
- წ.დ. . 15ზე N4
No comments:
Post a Comment