Thursday, 17 October 2019

"ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა".



სსიპ ქალაქ თბილისის N105 საჯარო სკოლის, დაწყებითი კლასის პედაგოგის  მარიამ გვეხიძის მიერ  I კლასში განხორციელებელი აქტივობა - დემოკრატიული კულტურის კომპეტენციის სარეკომენდაციო ჩარჩოს მიხედვით.  თემი სახელწოდება: "ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა".
მოსწავლეებს შორის გაიმართა კითხვა-პასუხი თემაზე „ ჯანსაღი ცხოვრება“, იმსჯელეს ჯანმთელობის მნიშვნელობის შესახებ. გაიმართა დისკუსია თუ რას გულისხმობს ჯანსაღი ცხოვრების წესი.  დისკუსიის შედეგად მიხვდნენ რომ ჯანსაღი ცხოვრება მხოლოდ ვარჯიში არაა, ის მოიცავს, სწორ კვებას, ჰიგიენას, და ფიზიკურ აქტივობას. მოსწავლეებმა შექმნეს ნახატები , გაეცვნენ ფოტომასალას და გამიჯნეს ერთმანეთისგან ჯანსაღი/არაჯანსაღი ცხოვრებისათვის მახასიათებლების მიხედვით. მოსწავლეებს გამოუმუშავდათ დადებითი დამოკიდებულება ფიზიკური აქტივობისა და ჯანსაღი კვებისადმი.
დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების  ჩარჩოს მიხედვით აღნიშნული აქტივობა მოსწავლეებში ავითარებს: მსჯელობის, დაკვირვების, მოსმენის , თანამშრომლობის უნარ-ჩვევებს.





































No comments:

Post a Comment