Friday, 11 October 2019

დავალება 11/10/19

  ქართული

  ლექსები ზეპირად, შეეცადეთ ასწავლოთ გამოთქმით და მხატვრულად ( მეორე ლექსი კლასშივე ისწავლეს, მაგრამ განამტკიცებინეთ) .

    ანბანი მობრძანდებაო

დღეს ჩვენთან ისე ლამაზი, 

ნანატრი დღე თენდებაო,

მზეც ამოსაულა საჭვრეტად   

ფეხის წვრებზე დგებაო!               

მერხი, წიგნები, ფანქრები, 

              სულ ერთხმად ამღერდებაო,            

                სუყველა გაკვირვებულა,

               ნეტავი  ეს რა ხდებაო?

      დღეს ჩვენთან უძვირფასესი,

       სტუმრის მოსვლის დღე დგებაო,       

       გზად ია - ვარდი დაჰფინეთ

       ანბანი მობრძანდებაო! 



აი, ია

აი ია,
აი, ია
რა ლამაზი
ყვავილია,
მინდორშიაც,
ბაღჩაშიაც,
ჩემს წიგნებშიც ყვავის ია!
სადაც თვალით შემიხედავს,
სადაც ფეხით გამივლია,
ყველგან ვნახე და ყველგან ვთქვი:
- აი ია,
აი, ია!
ია თურმე დედის ცრემლზე
ამოსული ყვავილია.
გიორგი წერეთელი
ანდაზა: " ადრე ამდგარსა კურდღელსა ვერ დაეწევა მწევარი" 

პ.ს მწევარი - მონადირე ძაღლი, რომელიც გაქცეულ ნადირს ადვილად ეწევა, იყენებენ კურდღელზე, მელასა და მგელზე უთოფო ნადირობისას)

  • სამშაბათს ვიწყებთ ანბანის შესწავლას, მოძრავი ანბანიდან იქონიონ და ი ( გნებავთ მაგნიტური ანბანი იყოს).
  • შეეცადეთ არ გააცდენინოთ და ჩააცვით ღია ფერის ტანსაცმელი(ზედა სამოსი).
მათემატიკა:

  • საშინაო დავალების რვეულში ცარიელ უჯრებში ჩასვან <, > ან = ნიშანი, ვისაც აქვს ამოწერილი ციფრები გამოწერონ.
  • შემდეგი კვირიდან იქონიონ საანგარიშო ჩხირები.
  • იცოდნენ რისგან შედგება ორი? სამი? ოთხი? ( მაგ.  სამი შედგება 1-ისა და 2-ისაგან, 2-ისა და 1-ისაგან, 1-ისგან, 1-ისგან და 1-ისგან და ა.შ. იხ. ნიმუში ფოტოს სახით)

No comments:

Post a Comment