პატივცემულო მშობლებო! ამ ბლოგზე განვათავსებ საშინაო დავალებებს, ტექსტებსა და სხვა ელექტრონულ რესურსებს. ქვემოთ კი გაეცანით რამდენიმე საკითხს, რაც უნდა გაითვალისწინოთ!⇩⇩
- სკოლაში არ გამოატანოთ საკვები.
- მუდმივად ჰქონდეთ 2-3 თაბახის ფურცელი, ფერადი ფანქრები, უბრალო ფანქარი.
- ჩანთაში იქონიონ წყალი , მშრალი და სველი სალფეთქი.
- წიგნები ჩაულაგეთ ცხრილის მიხედვით.
- "ბუკი" გამოატანეთ როდესაც მე გეტყვით.
- ხელოვნების გაკვეთილზე დასჭირდებათ მაკრატელი, წებო, ფერადი ქაღალდები, პლასტელინი.
- ჩანთა ჩაალაგონ თვითონ!!!! თქვენი დახმარებითა და მეითითებით, ასე ნელ-ნელა დაიმახსოვრებენ სახელმძღვანელოებს, შეეჩვევიან სასწავლო ნივთებს და თვითონაც ჩამოუყალიბდებათ პასუხისმგებლობაა.
- საშინაო დავალების რვეულებსა და წიგნებზე დააწერეთ სახელი და გვარი. წიგნებზე ფანქრით!!!
No comments:
Post a Comment